ყვავილოვანი კომბოსტოს "ბრინჯი"
გემრიელი, სასარგებლო და მარტივი! ჩვენ გვიყვარს სიახლეები კვების რაციონში, განსაკუთრებით თუ ეს ბავშვებს ეხებათ. ყვავილოვანი კომბოსტოს "ბრინჯი" თეთრი ბრინჯის შესანიშნავი ალტერნატივაა, რა თქმა უნდა ორივეს აქვს თავისი სასარგებლო თვისებები, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უფრო მსუბუქ, ფაფუკ და ვიტამინებით სავსე კერძს. თან გაითვალისწინეთ ყვავილოვან კომბოსტოს (განსაკუთრებული სტრუქტურის გამო) ორგანიზმი ადვილად ითვისებს, ამიტომ ის საუკეთესო საკვებია კუჭ-ნაწლავით დაავადებულთათვის. აქვე გირჩევთ რომ ყვავიულოვანი კომბოსტოს გარჩევის დროს მოარიდეთ ბავშვები სამზარეულოს, პატარებს არ მოსწონთ მისი "მძაფრი" სუნი და შესაძლოა შემდეგ დაგემოვნებაზე უარი თქვან.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში ვამზადებთ ,,ბრინჯს". გარეცხილი და წვრილად დანაწევრებული კომბოსტო კარგად დააბლენდერეთ, მაქსიმალურად მოაცილეთ ღეროები. ამასობაში დაჭერით ხახვი, ნიორი, გახეხეთ სტაფილო და დანაწევრებულ ბროკოლთან ერთად ჩაყარეთ ტაფაში. მოთუშეთ მცენარეულ ზეთთთან ერთად დაახლოებით 10 წუთი. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, ათქვიფეთ კვერცხი და ჩაამატეთ ტაფაში, პარალელურად მოურიეთ, რომ კვერცხი თანაბრად გადანაწილდეს. როგორც კი კვერცხი შეიწვება ჩაამატეთ დაბლენდერებული ყვავილოვანი კომბოსტოს "ბრინჯი". მალევე ჩაყარეთ მწვანე ბარდა, მარილი გემოვნებით და 2-3 წუთში გადმოდგით ქურიდან. გემრიელად მიირთვით!